"ტრანსპორტი ყველას" - იმართება აქცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახნის მოთხოვნით
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „მწვანეთა“ მოძრაობის წარმომადგენლები მართავენ საპროტესტო აქციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის მოთხოვნით.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლიზა ჟვანიას განცხადებით მთავარი მოთხოვნა საზოგადოებირივი ტრანსპორტის აღდგენაა, ვინაიდან, საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს საშუალება პირადი ავტომობილით ან ტაქსით გადაადგილდეს საჭიროების შემთხვევაში. უტრანსპორტობა კი მოქალაქეთა სოციალურ ყოფას აუარესებს.
„1 თებერვალს ველოდებოდით საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას და ეს გადაიდო 1 მარტამდე. თბილისის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ჰყავს კერძო მანქანა, არ აქვს იმხელა შემოსავალი რომ გასწვდეს ტაქსის მოხმარებას. სამსახურშიც უკვე იმისთვის დადიან, რომ ხელფასი კი არ გამოიმუშაონ, არამედ შეინარჩუნონ სამსახური“,- განაცხადა ლიზა ჟვანიამ, რომლის თქმითაც მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.
აქციის მონაწილეები დამარცვლით მიმართავდნენ პრემიერს აღადგინოს ტრანსპორტის მოძრაობა „ჩვენ მო-ვით-ხოვთ, რომ აღ-დგეს ტრას-პორ-ტი. ბატონო გა-ხა-რია! როგორც თქვენ გვიმარცვლავთ ხოლმე“,- მიმართა აქციის მონაწილემ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, მისი სიტყვებით მთავრობის ადმინისტარციის შენობაში „მოკალათებულ ადამიანებს საერთოდ დაკარული აქვთ რეალობის განცდა და შეიძლება ვერც ხვდებიან რომ ცინიზმია მათი პოლიტიკა“.
"ყველას არ აქვს საშუალება, იცოდეთ. თქვენ თქვენი პრემიებით, დანამატებით, გაუთავებელი ხელფასებით და კორუფციით, რომ ხართ გამდიდრებული, ქუჩაში რომ ვერ გაივლით, თქვენი ჯიპებით რომ არის გადახერგილი, არ აქვს ხალხს საარსებო საშუალება. თქვენ ართევთ იმის საშუალებას, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, ფეხი გადადგან. უარესი კომენდანტის საათები მოქმედებს, საფრანგეთში საღამოს 6-დან დილის 6 საათამდეა კომენდანტის საათი, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა, იმიტომ რომ ეს არის ბარბაროსობა, ეს არის გაუაზრებელი ქმედება“,- განაცხადა გიორგი მაისურაძემ.
აქციის მონაწილეები, საზოგადოებრივი ტრანპორტის ამოშავებასთან ერთად გადაადგილებააზე შეზღიდვის ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებასაც მოიხოვენ, ეს შეზღუდვა მათ არაჰუმანურად მიაჩნიათ.
მთავრობის გეგმის თანახმად, 28 ნოემბრიდან მოქმედი შეზღუდვები, 1 თებერვლიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31067914.html
#ახალი_ამბები
#twitter