აქციების ციკლი აჭარის მთავრობასთან გრძელდება

Tbilisi Daily

აქციები აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. ამჯერად, ქობულეთში სხვადასხვა ობიექტზე თვითნებურად შესახლებული ოჯახები შეიკრიბნენ და ფართების დაკანონებას ითხოვენ. ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც. სტატისტიკის სამმართველოს ყოფილ შენობაში მცზოვრებლები გუშინ ქობულეთის მერიაშიც შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ შენობა აუქციონის წესით ისე გაიყიდა, ისინი ინფორმაციას არ ფლობდნენ და უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე ემუქრებათ. "რვა წლის წინ დავიკავეთ შენობა, 12 ოჯახი ვართ, არ გვქონდა საცხოვრებელი, ვართ სოციალურად დაუცველები, აღმოჩნდა, რომ შენობა გაყიდეს, ჩვენთან მოვიდა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ რომანაძე, დაათვალიერა შენობა, გავიგეთ, რომ მან შეიძინა, მაგრამ სხვაზეა გაფორმებული და აპირებს ჩვენს გამოსახლებას"-ამბობენ შეკრებილები. ქობულეთის მერიაში, არ ადასტურებენ დეპუტატის მიერ შენობის შესყიდვის ფაქტს და ამბობენ, რომ თვითნებურად შესახლებულებს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან.