ტრამპი პენსილვანიის შტატში არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

Tbilisi Daily

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შტაბი უზენაეს სასამართლოში პენსილვანიის შტატში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ამის თაობაზე politico.com იუწყება. ტრამპის შტაბის ინფორმაციით, პენსილვანიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შტატში საარჩევნო კანონმდებლობა უკანონოდ შეცვალა, რაც არჩევნებამდე და არჩევნების დღის შემდეგ ფოსტით ხმის მიცემის საშუალებას იძლეოდა. ტრამპის შტაბი უზენაესი სასამართლოსგან ამ საკითხის განხილვას 6 იანვრამდე მოითხოვს. ამ დღეს აშშ-ის სენატი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს საბოლოოდ დაადასტურებს. საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ამომრჩეველთა კოლეგიამ 14 დეკემბერს დაადასტურა.