საგანგებოს გაგრძელებას მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობა თქვენზეა — გოცირიძე "ოცნებას"
On.ge
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მისი პარტია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტში მხარს არ დაუჭერს და პასუხისმგებლობას ამ რეჟიმზე ქართულ ოცნებას უტოვებს. ამის შესახებ მან 22 აპრილის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა:
"როდესაც საგანგებო მდგომარეობას მხარი დავუჭირეთ, ჩვენ თქვენთან ერთად გავიზიარეთ პასუხისმგებლობა. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ დღეს მას არ დავუჭერთ მხარს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვტოვებთ ამ რეჟიმს. თქვენ გაქვთ 76 საკმარისი ხმა და ამას მიიღებთ. ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო მხარდაჭერილი, მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დატვირთვა".
#news
#politics
#Covid19
https://on.ge/story/54719-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%94%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1