რა ჩვენებას მისცემს გიორგი რურუა სასამართლოს?

Tbilisi Daily

მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა დღეს სასამართლოში ჩვენებას მიცემს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა. გიორგი რურუას საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა, დასრულებულია მტკიცებულებების გამოკვლევა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება. გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.