კოვიდ19-ის შესაძლო ვაქცინის პირველი ცდა ადამიანზე დამაიმედებელ შედეგს იძლევა

Headline

ექსპერიმენტულიმა ვაქცინამ, რომელზეც AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი მუშაობდნენ, ვირუსის წინააღმდეგ იმუნური რეაქციია გამოიწვია. ამან გააჩინა იმედები, რომ ვაქცინის გამოყენება, შესაძლოა, წლის ბოლოდან დაიწყოს. ვაქცინა, რომელიც AZD1222 სახელითაა ცნობილი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ლიდერ კანდიდატად დასახელდა. მან, შესაძლოა, დაამარცხოს პანდემია, რომელმაც 600 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ამჟამად კვლევები 150 შესაძლო ვაქცინის განვითარებაზე მიმდინარეობს. აშშ-მ და ჩინეთმა თავიანთ ვაქცინებზე ორშაბათს პოზიტიური შედეგები დაადასტურეს. ვაქცინას, რომელზეც AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი მუშაობდნენ, სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარება არ გამოუწვევია. ამჟამად კლინიკური ცდები ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში მიმდინარეობს, თუმცა ცდების დაწყება აშშ-შიც იგეგმება, სადაც ვირუსის გავრცელების დონე უფრო მაღალია. ცდების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ვაქცინის მეტი დოზა მიიღეს, 28 დღის შემდგომ უფრო ძლიერი იმუნური სისტემა გამოიმუშავეს ვირუსის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ადრეული ცდების სტადიაზე ვერ დადგინდება ვაქცინის ზუსტი დოზა, რომელიც ვირუსის წინაღმდეგ იმუნიტეტს წარმოქმნის. დაკვირვებები 1077 ადამიანზე მიმდინარეობდა, რომელთა ასაკი 18-დან 55 წლამდეა. ისინი კორონავირუსით ინფიცირებულები არ ყოფილან. მკვლევარების თქმით, ზოგიერთ შემთხვევებში ვაქცინამ შედარებით უმნიშვნელო გვერდითი მოვლენები გამოიწვია, თუმცა მათი მკურნალობა ტკივილგამაყუჩებლებით იყო შესაძლებელი. წყარო: Reuters სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #coronavirus #vaccine #კორონავირუსი #ვაქცინა #ახალიამბები