"ტუჩები ჰქონდა დალურჯებული, სიმწრისგან იკვნეტდა, წყალს არ აწვდიდნენ, მოკლეს უყურადღებობით

Tbilisi Daily

30 ნო­ემ­ბრს მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში, Covid-19-ის დი­აგ­ნო­ზით, 24 წლის ნინო გუ­ლი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მომ­ხდარ­ში მე­დი­კო­სებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პა­ცი­ენ­ტი ექი­მე­ბის უყუ­რა­დღე­ბო­ბა­სა და დაგ­ვი­ა­ნე­ბულ რე­ა­გი­რე­ბას ემსხვერ­პლა. Ambebi.ge გარ­დაც­ვლი­ლის დე­ი­დაშ­ვილს, ეკა რაზ­მი­აშ­ვილს ესა­უბ­რა. - რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით თქვე­ნი დე­ი­დაშ­ვი­ლი? - პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აგიხ­სნათ, თუ რა მა­ლა­პა­რა­კებს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ, ჭრი­სუფ­ლებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვა­ყე­ნებს ისეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ჩვენ ეს ავ­ხსნათ და ან­გა­რი­ში ჩა­ვა­ბა­როთ მათ, თუ რა­ტომ გვაქვს ასეთ დროს ლა­პა­რა­კის თავი და ჩვენც რა­ტომ არ ვი­ხო­ცე­ბით. გუ­შინ 19 წლის თეკ­ლა ემსხვერ­პლა ამ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, რა ალა­პა­რა­კებთ ჭი­რი­სუფ­ლებს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, ჯერ მკვდა­რი არ გა­ცი­ე­ბუ­ლაო. თით­ქოს ჭი­რი­სუ­ფალ­ზე მე­ტად მათ შეს­ტკი­ო­დეთ გული... ნინო ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი კი არა, და იყო. მას­ზე რვა წლით უფ­რო­სი ვარ და ერთ სო­ფელ­ში, ერთ სახ­ლში გა­ვი­ზარ­დეთ. ჩათ­ვა­ლეთ, რომ მეც მკვდა­რი ვარ ახლა. მას ვე­რა­ვინ გა­მი­ცო­ცხლებს, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში, რაც მის ნა­თე­სა­ვებს გვაქვს, სი­მარ­თლის დად­გე­ნაა. მი­ვა­ბა­რებთ მი­წას ჩვენს გო­გოს და შემ­დეგ და­ვი­წყებთ უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად, რა­დაც არ უნდა დაგ­ვიჯ­დეს. სა­დაც მოგ­ვის­მე­ნენ, ვი­სა­უბ­რებთ ყველ­გან. მივ­მარ­თავთ სა­სა­მარ­თლოს და არ მო­ვე­რი­დე­ბით ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­საც. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნოს მდგო­მა­რე­ო­ბას... ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში მო­ლა­რედ მუ­შა­ობ­და, უეც­რად შე­უძ­ლოდ გახ­და - ტემ­პე­რა­ტუ­რამ აუ­წია და ცხე­ლე­ბა და­ე­წყო. გა­და­წყვი­ტა, ტეს­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა კო­რო­ნა­ვირუს­ზე. ორმა ტეს­ტმა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მძიმ­დე­ბო­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ამი­ტომ გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო. ბრი­გა­დამ მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნა. იქ მე­სა­მედ აუ­ღეს ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე და გვი­თხრეს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. ამ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და მე­ა­თე დღეს, გვი­თხრეს, რომ ფილ­ტვე­ბი გა­ე­თი­შა და გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­და­იც­ვა­ლა იმ დღეს, როცა უნდა გა­მო­ე­წე­რათ. წინა დღეს ვე­სა­უბ­რეთ ვი­დეო თვა­ლით მე და დე­და­მი­სი და გვთხრა, ყვე­ლა­ფე­რი დას­ტა­ბი­ლურ­და და ხვალ უნდა გა­მომ­წე­რონ, გა­დავ­რჩი­თო. ერთ ღა­მე­ში უეც­რად დამ­ძიმ­და და დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. - რო­გორ მკურ­ნა­ლობ­დნენ კლი­ნი­კა­ში, რას ამ­ბობ­და თვი­თონ? - ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. ამ­ბობ­და სრუ­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბაა, წყალს ვი­თხოვ რამ­დე­ნი ხა­ნია და არა­ვინ არის, რომ მო­მა­წო­დო­სო. პე­რი­ო­დუ­ლად მძიმ­დე­ბო­და და უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. ერთ-ერ­თმა ექიმ­მა თქვა, ჩემ­თან რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, უკვე გვი­ან იყო და ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დიო. გო­გოს ტუ­ჩე­ბი ჰქონ­და და­ლურ­ჯე­ბუ­ლი, სიმ­წრის­გან იკ­ვნეტ­და, ალ­ბათ. - ჰქონ­და მა­ნამ­დე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი? - არა­ნა­ი­რი. მა­სეთ სრუ­ლად ჯან­მრთელ და საღ­სა­ლა­მათ ადა­მი­ანს ვერ იპო­ვით, სან­თლით რომ ეძე­ბოთ. ერ­თა­დერ­თი კბი­ლის ამო­ღე­ბის გამო თუ მო­უ­წევ­და ექიმ­თან მის­ვლა. სხვა არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია არა­სო­დეს. ახლა მცხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თურ­მე ნი­ნის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და და ამან გა­მო­იწ­ვა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მე ვსვამ კი­თხვას: თუ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და ეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე უნდა გაგ­ვე­გო? გვაჩ­ვე­ნონ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი. რო­გორც ვი­ცით, როცა კლი­ნი­კა­ში შეჰ­ყავთ პა­ცი­ენ­ტი, მი­თუ­მე­ტეს კო­რო­ნა­ვირუ­სის ეჭ­ვით, უკე­თე­ბენ ყვე­ლა­ნა­ირ გა­მოკ­ვლე­ვებს, მათ შო­რის გლუ­კო­ზა­ზეც. რა­ტომ არ გვი­თხრეს თა­ვი­დან­ვე, რომ ეს პრობ­ლე­მა ჰქონ­და და რისკ-ფაქ­ტო­რი იყო? იმი­ტომ, რომ მას არ ჰქონ­და რე­ა­ლუ­რად ეს პრობ­ლე­მა და იგო­ნე­ბენ თა­ვის გა­სა­მარ­თლებ­ლად. დი­ა­ბე­ტი რომ ჰქო­ნო­და, 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­სო­დეს შე­ა­წუ­ხებ­და, არ ეცო­დი­ნე­ბო­და ამის შე­სა­ხებ?! დაგ­ვიმ­ტკი­ცონ, რომ ჰქონ­და ეს პრობ­ლე­მა. - რას ამ­ბო­ბენ მისი მშობ­ლე­ბი, ისი­ნიც ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ? - ეს ჩვე­ნი პო­ზი­ცი­აა მთე­ლი ოჯა­ხის, რა­საც გე­უბ­ნე­ბით. ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ და რო­გორც კი და­ვა­საფ­ლა­ვებთ ნი­ნის, და­ვი­წყებთ ბრძო­ლას ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით. მო­ხუ­ცე­ბი ამარ­ცხე­ბენ კო­რო­ნა­ვირუსს, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­ე­ბიც მათ შო­რის და რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს ექი­მებ­მა, რომ 24 წლის სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი გოგო გარ­და­იც­ვა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სით?! ეს უნდა აგ­ვიხ­სნან. და­ამ­ტკი­ცონ, რომ ის არ იყო ექი­მე­ბის გულ­გრი­ლო­ბის და სრუ­ლი უპა­სუხსმგებ­ლო­ბის მსხვერ­პლი. მე ვფიქ­რობ, რომ ის მოკ­ლეს და ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი არ­ვინ იცის. მოკ­ლეს უყუ­რა­დღე­ბო­ბით, წყალს არ აწ­ვდიდ­ნენ, თურ­მე, და მკურ­ნა­ლო­ბა რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ვინ იცის?! ამი­ტომ სხვე­ბიც რომ არ მოკ­ლან, ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ, არ გავ­ჩერ­დე­ბით! რო­გორც "ტვ პირ­ველ­თან" მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი, ლიკა მუმ­ლა­ძე აცხა­დებს, 24 წლის პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, გარ­და ამი­სა, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა იყო ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი და ორ­გა­ნიზ­მში და­ფიქ­სირ­და შაქ­რის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა. მე­დი­კო­სის თქმით, პა­ცი­ენ­ტი მათ კლი­ნი­კა­ში "თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტა­ლი­დან" გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას არ ჰქონ­და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი. "პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან სას­წრა­ფომ 18 ნო­ემ­ბერს შე­მო­ი­ყა­ვა­ნა, ცხე­ლე­ბი­თა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბით. ჩა­ტარ­და PCR ტეს­ტი­რე­ბა, და­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, პა­ცი­ენტს და­უ­დას­ტურ­და დი­აგ­ნო­ზი - Covid 19, ფილ­ტვე­ბის ორ­მხრი­ვი საკ­მა­ოდ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბით, უტარ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის პა­ლა­ტა­ში, პა­ცი­ენტს ჰქონ­და და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბო­და. მოხ­და მდგო­მა­რე­ო­ბის სწრა­ფი გა­უ­ა­რე­სე­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, გულ­მკერ­დის არე­ში ტკი­ვი­ლი, პნევ­მო­თო­რაქ­სი გან­ვი­თარ­და ამ გო­გო­ნას­თან, შემ­დეგ მოხ­და დრე­ნი­რე­ბა პლევ­რის ღრუ­სი, მოხ­და სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი, რაც, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა", - აცხა­დებს მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი.