უნგრეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორონავირუსის ეპიდემიის გამო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უნგრეთის მთავრობა აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და კიდევ უფრო ამკაცრებს შეზღუდვებს კორონავირუსის შემთხვევების გამო, რათა გადაარჩინოს ხანდაზმულთა სიცოცხლე და თავიდან აიცილოს საავადმყოფოების გადატვირთვა.
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, თავის ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში ძალაში შევა 4 ნოემბრიდან.
საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც უნგრეთის მთავრობა უწოდებს „განსაკუთრებულ სამართლებრივ წესრიგს“ 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
ვიქტორ ორბანის თქმით, მთავრობა პარლამენტს მიმართოს საგანგებო ზომების მომდევნო 90 დღით გაგრძელების შესახებ.
კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის გამო ნაწილობრივი ან სრული ლოკდაუნი ევროპის არაერთმა ქვეყანმ გამოაცხადა.
მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს დიდი ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიიასა და ჩეხეთში, რომლებიც ლოკდაუნის რეჟიმს განმეორებით დაუბრუნდნენ ვირუსული ეპიდემიის ხელახალი აფეთქების გამო.
31 ოქტომბერს ნაწილობრივი ლოკდაუნი გამოაცხადეს პორტუგალიამ და ავსტრიამ, 2 ნოემბრიდან საკარანტინო რეჟიმს დაუბრუნდება საბერძნეთიც.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30929790.html
#ახალი_ამბები
#twitter