მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე - ვინც ჩაიდინა ვაჟკაცობა უნდა ეყოს და თქვას
Tbilisi Daily
"სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არ ჩაიფარცხება არაფერი, მე ვერ შემავჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შსს-ს, რომ ვიღაცას ხელს აფარებდნენ."
ასე ფიქრობს ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავარი, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე.
მეუფე იაკობი, მიიჩნევს, რომ მედის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა თემის პოლიტიზირება და მტკიცება, რომ ჟურნალიტების ჩარევის გარეშე გამოძიება სამარათლიანი არ იქნება არასწორია.
ეპისკოპოსი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს სიმართლე თქვან.
"თუ გამოძიებაა უნდა გამოიძიონ და ეს არ უნდა იყოს ზერელედ გამოძიებული. რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა. ვუსამძიმრებ გიორგი შქარაშვილის ოჯახს და მთელს საქართველოს. ეს მთელი ერის ტრაგედიაა. მინდა, ესეთი რამეები ჩემს ერში აღმოიფხვრას და არ ხდებოდეს. ვინც ჩაიდინა ვაჟკაცობა უნდა ეყოს და თქვას. განა რამდენს დაიჭერენ, რამდენი ადამიანიც მონაწილეობდა ჩხუბში ყველა მკვლელი ხომ არაა. ამიტომ აუცილებელია სიმართლე თქვან.
ასევე, აუცილებელია ითქვას ჩემი გულისტკივილი, რომ მედიის მხრიდან არ მომეწონა, როდესაც მიცვალებულია სახლში და მედიის გამოყენებით ხდება თემის პოლტიზირება, კი, ჟურნალისტებმა ბევრი რამე გააკეეთეს, მაგრამ არ მგონია მათ გარეშე არ მისულიყო აქამდე ძიება. სამწუხაროა,რომ გარდაცვლილი გვყავს და აქეთ კიდევ ამდენი ახალგზრდა ბოლომდე ხომ არ უნდა გავწიროთ. გავწიროთ ვგულისხმობ, იმას ვინც დააშავა პასუხი უნდა აგოს. მაგრამ ისეთი რამე არ უნდა ვუძახოთ, რომ გამოვლენ უფრო მეტი დააშავონ. ახალგააზრდები არიან იჩხუბეს დალიეს, ვინმე უფროსი რომ ყოფილიყო იქნება გაეშველებინათ.
ჩემი თხოვნა იქნება ყველა პირის მიმართ, რომ პოლიტიკოსები ოჯახის ტრაგედიას ნუ შეეხებით“- განაცხადა მეუფე იაკობმა