ადვოკატები გიორგი რურუას განაჩენს სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ

Pirveliradio Ge

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, გიორგი რურუას ადვოკატები დღეს, 28 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. "დღეს გავასაჩივრებთ მოსამართლე ვალერიან ბუგინაშვილის პოლიტიკურ განაჩენს, ეს განაჩენი არის გაჯერებული ტყუილებით, რიგ შემთხვევებში დაცვის მხარის მოწმეებს მოსამართლე აბრალებდა ისეთ რამეს რაც ფიზიკურად არ უთქვამთ, ხოლო როცა პოლიციელები გამოვიჭიერთ ტყუილში ამაზე ყურადღება საერთოდ არ გაუმახვილებია. მოსამართლემ საერთოდ შეფასების მიღმა დატოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, რურუას ხელის კვალი არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლ იარაღზე," - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.