ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა აქცია გამართეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთში, 'ქართული ოცნების' ოფისთანსაოჯახო სასტუმროების მფლობელებმა დღეს აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა გუშინ ამოიწურა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობას უნდაგადაედგაკონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მათ დასახმარებლად.
აქციის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდა. ჯაბა ფუტკარაძემ სამშაბათამდე დრო ითხოვა.მინისტრის განცხადებით, პროცესი როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე დაწყებულია.
'ყველა დონეზე ინფორმირებულია შესაბამისი უწყება და ჩართულია პრემიერის აპარატი, ასევე სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან. გამომდინარე იქედან, რომ სეზონი მეტ-ნაკლებად ვერ შედგა ისეთი წარმატებული, როგორსაც ველოდით და ელოდა მოსახლეობა. მიდის საუბარი წლევანდელი შენატანების, რესტრუქტურიზაცია განხორციელდეს'-განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას ჯაბა ფუტკარაძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, რომ შეხვედრები-შეხვედრისთვის არ უნდა ტარდებოდეს და ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
'მინისტრისგან ახალი არაფერი გაგვიგია, მოვისმინეთ ისევ და ისევ დაპირებები, რომლებიც იმედია განხორციელდება'-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეხვედრას ესწრებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც, მისი განცხადებით სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მოსახლეობას, რადგან ქობულეთში ამ პანდემიის დროს ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზარალდა, მათ შორის საოჯახო სასტუმროების მფლობელები.
ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელების ეს რიგით მე-6 აქციაა.