თურქეთში კორონავირუსი 3 045 ადამიანს დაუდგინდა და 93 ინფიცირებული გარდაიცვალა
Tbilisi Daily
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 045 შემთხვევა გამოვლინდა, 93 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 2 010 კი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 407 939 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 11 326 ადამიანი, 348 804-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.
სულ ქვეყანაში ტესტი 15 863 833 ადამიანს ჩაუტარდა. ამჟამად 3 356 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.