ბანკის ძარცვა საპატრიარქოს არ ბრალდება? – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
Pirveliradio Ge
“ბანკის ძარცვა საპატრიარქოს არ ბრალდება?” – წერს სოციალურ ქსელში, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკის ცენტრალურ ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს მძარცველი შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად წავიდა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა და ფულთან ერთად გაიქცა. შსს-ში ამბობენ, რომ მისი სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.