თუ ერთ შემთხვევაში გვინდა ექიმის დახმარება, მეორე შემთხვევაში რატომ არ უნდა მოვუსმინოთ - გალდავა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141762
თუ ერთ შემთხვევაში გვინდა ექიმის დახმარება, მეორე შემთხვევაში რატომ არ უნდა მოვუსმინოთ, ჩემთვის გაუგებარია - ამის შესახებ დეკანოზ ალექსანდრე გალდავამ ,,ტვ პირველის" ეთერში სააღდგომო ღამის ლიტურგიაზე ტაძრებში მრევლის თავშეყრასტან დაკავშირებით განაცხადა.
,,რაც შეეხება ეპიდემიოლოგების და ექიმების მკაცრ გაფრთხილებებს: მე ვემხრობი, რომ ადამიანმა უნდა მოუსმინოს პროფესიონალს. მე ვალდებული ვარ, მოვუსმინო პროფესიონალს. თუ არ მოვუსმენ დღეს ინფექციონისტს, მაშინ ხვალ ვიტყვი, რომ საერთოდ აღარ მივალ ექიმთან არასდროს და ასე ვიცხოვრებ, რომ მარტო ჩემი ლოცვით, ნაკურთი წყლით განვიკურნები ნებისმიერი სნეულებისგან. მაგრამ ეს ასე არ არის და თუ ერთ შემთხვევაში გვინდა ექიმის დახმარება, მეორე შემთხვევაში რატომ არ უნდა მოვუსმინოთ, ჩემთვის გაუგებარია",- თქვა გალდავამ.