გიორგი ვაშაძესთან დებატებში გიორგი გახარიას ნაცვლად, მამუკა მდინარაძე წავა
On.ge
სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელთან, გიორგი ვაშაძესთან დებატებში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ნაცვლად, ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი, მამუკა მდინარაძე წავა. On.ge-ს ამის შესახებ ინფორმაცია პარტიაში დაუდასტურეს.
https://on.ge/story/66501-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90
პარტიული დებატები დღეს, 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზეა დაგეგმილი. გიორგი გახარია პარტიულ პოლიტიკურ დებატებში სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ და ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გამოიწვიეს. 7 ოქტომბერს, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ პარტიული დებატები იქნება, თუმცა მას ხშირ შემთხვევაში ამისთვის დრო არ აქვს და გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს. გახარიამ აღნიშნა, რომ ის არასდროს გაქცევია არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას.
#News