ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. 15 ნოემბრიდან აფხაზეთის რაიონებს ენერგომომარაგება დღეში სამჯერ, 2-2 საათით უწყდება.
ადგილობრივი კომპანიის, „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორის, მიხაილ ლოგუას ბრძანების თანახმად, დროებითი შეზღუდვა განაპირობა სისტემაში 3 მილიონი კილოვატ/საათის დეფიციტმა, რომელიც გამოწვეულია ელექტროქსელზე მასობრივი უკანონო მიერთებით.
ლოგუას ბრძანება ითვალისწინებს რეიდებს ელექტროენერგიის არალეგალურად მომხმარებელთა გამოსავლენად და კრიპტოვალუტის მწარმოებელთა შემოწმებას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30952113.html
#ახალი_ამბები
#twitter