პაციენტმა სადეზინფექციო ხსნარით ხელები დაიმუშავა, სიგარეტს მოკიდების დროს კი აუალდა - გუგა ქაშიბაძე

Tbilisi Daily

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პაციენტმა სადეზინფექციო ხსნარით ხელები დაიმუშავა, რის შემდეგაც სიგარეტის მოკიდების დროს მას ალი მოედო და მტევნები დაეწვა. ქაშიბაძე მოქალაქეებს დეზინფექციის შემდგომ ხელების შეშრობას ურჩევს. ,,ბუნებრივია, ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად აალებადია და ასეთია სპირტი და სადეზინფექციო ხსნარები, სპირტის ფუძეზე დამზადებული, ჯობია შეშრეს და ცეცხლთან ახლოს არ მივიტანოთ. სპირტი ადვილად აალებადია და ხანძარსაც იწვევს", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. #დეზინფექცია #დამწვრობა #კორონავირუსი #tbilisidaily