ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირება იყო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ფეხბურთის ფედერაციას სამოქალაქო აქტივისტები და უწყების თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოქალაქეები გუშინ ფეხბურთის მატჩზე ვერდასწრებას აპროტესტებდნენ. აქტივისტებს, პროტესტის ნიშნად, ფეხბურთის ფედრაციაში შესვლა და ფედერაციის პრეზიდენტისთვის, ლევან კობიაშვილისთვის წიგნისა ("ცხოველების ფერმა") და ჩაფუშული ბურთის გადაცემას აპირებდნენ. ფედერაციის თანაშრომლების მხრიდან გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. "ცხოველების ფერმის" მიხედვით, "ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორი".  აქტივისტებმა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამართული მატჩის მხარდამჭერების გარეშე ჩატარება გააპროტესტეს. მაშინ, როცა რიგითი მოქალაქეები თამაშს ვერ ესწრებოდნენ, მატჩს თვალს ადევნებდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე; პარლამენტის წევრი და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ამავდროულად, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი. მხარდამჭერები მატჩს თვალ-ყურს სტადიონთან დაყენებულ ეკრანზე ადევნებდნენ. მათი ნაწილი პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30946237.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)