ცხინვალში Covid19-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა
Gori Daily
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ახალი, 10 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში 139 ადამიანია ინფიცირებული.
მთავარი სანიტარული ექიმის, მარინა ყოჩიევას თქმით, 139 შემთხვევიდან ვირუსული პნევმონია 25 პაციენტს აღენიშნება, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, დანარჩენი პაციენტები
ამბულატორიულ მკურნალობას გადიან.
ყოჩიევა იმასაც დასძენს, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა მას შემდეგ, რაც 15 სექტემბერს რუსეთთან გამშვები პუნქტი გაიხსნა. აპრილიდან დღემდე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის PCR ლაბორატორიაში 5705 ნიმუში გაიტესტა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#ახალიამბები
#ცხინვალი
#goridaily
წყარო: qartli.ge