თაკო ჩარკვიანი - იურისტებთან ერთად ვიმუშავე და უპრეცენდენტო გაყალბებაზეა საუბარი

Tbilisi Daily

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა, რომელიც თავადვე ესწრება მიმდინარე აქციას. მისი თქმით, ოპოზიცია აბსოლუტურად სამართლებრივი გზით წავიდა. „მე არ ვარ იურისტი, მაგრამ იურისტებთან ერთად ვიმუშავე და უპრეცენდენტო გაყალბებაზეა საუბარი. მართლა ვერ წარმომედგინა, რომ 21-ე საუკუნეში ეს შესაძლებელი იყო.