რამდენიმე სკოლაში ვიდეოთვალთვალი საპირფარეშოებშიც მიმდინარეობდა - სახელმწიფო ინსპექტორი

Pirveliradio Ge

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას, ინფორმაციით, რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლაში ვიდეოთვალთვალის წესები მკაცრად არის დარღვეული. მისი თქმით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა. "არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების დოკუმენტები ისეთ ადგილზე ინახება, რომელზეც ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სხვა პირებსაც სკოლის ადმინისტრაციიდან, რაც რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია", - ამბობს თოლორაია. თოლორაიას თქმით, დარღვეულია არასრულწლოვანთა გამოსახულების ჩანაწერების შენახვის წესის დაცვაც და დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მასალა პოლიციას არაკანონიერი საფუძვლით გადაეცა. "ასევე, ზოგ შემთხვევაში, მკაცრად არ არის რეგულირებული ვიდეოთვალთვალის წესები და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამ მონაცემების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა, მაგალითად პოლიციის დაწესებულებებისთვის", - ამბობს ლონდა თოლორაია. http://pirveliradio.ge/?newsid=145535