დღეიდან სახელმწიფო უწყებების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
Tbilisi Daily
სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების დიდი ნაწილი, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს ოფისში ყოფნას, დროებით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის.
სამინისტროები და სხვა სახელმწიფო უწყებები ამ კუთხით პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციას ითვალისწინებენ, რომელმაც მთავრობის გუშინდელ სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტს მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ურჩია.
ასეთი რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროების დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა არ ეხებათ მინისტრებსა და მათ მოდგილეებს.
„თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
#მთავრო
#სახელმწიფოსამსახური
#თანამშრომლები
#კორონავირუსი
#tbilisidaiy