საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა

Tbilisi Daily

შეიქმნება ხუთი მობილური ჯგუფი, საიდანაც თითო აჭარასა და იმერეთში, სამი კი თბილისში იმუშავებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ხუთი ჯგუფიდან ერთი აჭარაში, სამი თბილიში, ერთი კი, იმერეთში იმუშავებს. „გადაწყდა ხუთი მობილური ჯგუფის ბრიგადის შექმნა, რომლის შემადგენლობაში შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და ერთი სამინისტროს წარმომადგენელი ოფიციალური პირი. გარდა ამისა, ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, ვისაც კოვიდის მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ამ ხუთი ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში, ის ჯგუფი იქნება გაფართოებული, გარდა ინფექციონისტის, რეანიმატოლოგის და სამინისტროს ოფიციალური პირის. იქნება სამი ახალგაზრდა ექიმი პრაქტიკულად სამუშაოდ, რომ იქ, ადგილზე პრაქტიკულ მუშაობაში დაეხმაროს. მეორე ჯგუფი წავა ქუთაისში, იმერეთში, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქუთაისი, თერჯოლაში კიდევ კოვიდ-კლინიკაა. თერჯოლა პატარა რაიონია, მათ სერიოზული პასუხისმგებლობა აიღეს თავზე, მათ სჭირდებათ დახმარება. ამ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია. ერთი- ის გააკეთებს აუდიტს, შეაფასებს ამა თუ იმ კლინიკის ყველა ძლიერ და სუსტ მხარეებს, ვის სად უჭირს და სად-არა. გააკეთებს ანალიზს, შემდეგ სამინისტრო მოახდენს რეაგირებას, სად რა რგოლი გააძლიეროს. მეორე-ის არ შემოიფარგლება მარტო აუდიტის ფუნქციით, გაუწევს პრაქტიკულ დახმარებას, რადგან ამ ჯგუფის წევრები არიან პრაქტიკოსი ექიმები უდიდესი გამოცდილებით. ისინი გაუწევენ ადგილზე დახმარებას. ამის საჭიროება გვიჩვენა ბოლო 2-3 კვირის ტენდენციამ, როცა ფიქსირდებოდა შემთხვევების ზრდა. ერთეული შემთხვევებით, მაგრამ სიკვდილობის ზრდა. ამაზე საჭიროა მყისიერი საპასუხო ზომები, რომლისკენაც პირველი სერიოზული ნაბჯები გადაიდგა. იმედი მაქვს, საქართველო შედეგს სულ რაღაც ერთ კვირაში იგრძნობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.