Საახალწლო "ლოქდაუნი" თურქეთმაც გამოაცხადა
Tbilisi Daily
კორონავირუსის გავრცელების გამო თურქეთში 31 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით „ლოქდაუნი“ ცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დღეების განმავლობაში თურქეთში იმოქმედებს კომენდანტის საათი.
„ლოქდაუნი“ გაგრძელდება 31 დეკემბრის დილის 9 საათიდან 4 იანვრის დილის 5 საათამდე.