შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს

Pirveliradio Ge

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ მოშიმშილე არასრულწლოვნებს კიდევ ერთი დაემატა და ამ ეტაპზე, 3 შიმშილობს. ამის შესახებ არასრულწლოვნის ადვოკატმა განაცხადა. ბრალდებული არასრულწლოვნების - ზ.ხ. ა.ქ. და ლ.შ. მოთხოვნაა, რომ ისინი სიცრუის დეტექტორზე გამოიკითხონ. ადვოკატის თქმით, სასამართლოს არ აინტერესებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათ სასამართლო პროცესებს ყოველდღიურ რეჟიმში უნიშნავს. ,,ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც გამოძიების პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის არსებითი განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში დანიშნოს. დღეს უკვე მესამე არასრულწლოვანი შეუერთდა შიმშილობას, ეს არის ა.ქ, მაგრამ სასამართლოს არ აინტერესებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც არის ამ საქმეში ჩართული - მიაქციეთ ყურადღება ამ მართლმსაჯულებას და სასამართლოს, საერთოდ არ ხდება არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინება”, - განაცხადა გელხაურმა.