კომპანიებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ
Tbilisi Daily
იმ ვითარების გამო, რაც დღეს ქვეყანაშია, მეწარმეების დიდმა ნაწილმა საქმეინობა შეაჩერა, ამიტომ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტიება, რომ კომპანიებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, არ დაერიცხოთ დასუფთავების მოსაკრებელი.
„მერიის საწარმომ „თბილსერვის ჯგუფმა“ აღრიცხა ასეთი სუბიექტები. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა კომპანია გვყავს აღწერილი, რომელსაც შეჩერებული აქვს დროებით თავიანთი სამუშაოების განხორციელება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კომპანიებს არ დაერიცხოთ დასუფთავების მოსაკრებელი იმ პერიოდზე, რა დროსაც შეჩერებულია მათ საქმიანობა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ამ კომპანიებს, იმ ბიზნესსექორს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ და ვერ ახორციელებენ საქმიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
#კორონავირუსი
#დასუფთავება
#თბილისისმერია
#tbilisidialy