საახალწლო სუფრა 4,2%-ით გაძვირდა

Tbilisi Daily

საახალწლო სუფრა 4,2%-ით გაძვირდა - ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის ყოველწლიურ ინდექსში. ორგანიზაციის გამოთვლებით, წელს საახალწლო სუფრის საშუალო ფასი 168.2 ლარია, რაც 4.2%-ით მაღალია 2019 წლის მაჩვენებელზე. ორგანიზაცია ახალი წლის სუფრის ღირებულებას ყოველწლიურად ითვლის და ის 5-6 კაცისთვის გასაშლელი სუფრისთვის ინგრედიენტების შეძენის ღირებულებას ასახავს. რეგიონულ ჭრილში ყველაზე ძვირი საახალწლო სუფრა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში იქნება, სადაც სუფრის ღირებულება საშუალოდ 179.2 ლარით არის პროგნოზირებული. ყველაზე იაფი კი საახალწლო სუფრა, ISET-ის კალკულაციით, სამეგრელო ზემო სვანეთში იქნება - 154.4 ლარი.