1 872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისში გამოვლინდა
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავა ბრიფინგზე განაცხადა,
„რაც შეეხება აჭარას, იქ 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში -337 , სამეგრელო ზემო-სვანეთი - 90 , ქვემო ქართლში -89 , შიდა ქართლში - 54, კახეთში - 13, გურიაში - 32, მცხეთა მთიანეთი - 30 , სამცხე-ჯავახეთი - 11, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.