აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა
Batumi Daily
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით კიდევ 2, 65 წლის ქალი და 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, მათი დიაგნოზი იყო:
"65 წლის ქალი - დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა."
"70 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. თანმხლები დაავადებები: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უმარისობა, ღვიძლის ცეროზი."
ორივე პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #აჭარა #ბათუმი #კორონავირუსი