მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

Pirveliradio Ge

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება- აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი ავრცელებს. PCR ტესტირება იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც კოვიდის გამოხატული ნიშნები გააჩნიათ და ასევე, დაავადებულებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ. "მესტიის მუნიციპალიტეტში, დღეს დაიწყება მასობრივი თერმოსკრინინგი. PCR კვლევა ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან და კოვიდის გამოხატული ნიშნები აქვთ. წუხელ გამოკვლეული ტესტირებებიდან ყველას პასუხი უარყოფითია. მუნიციპალიტეტში, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება მეორად ტესტირებას უკვე ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, როდის ჩატარდება ლენჯერის თემის მეორადი ტესტირება. სოფლებში რიგდება ყოვედღიურად ჰუმანიტარული დახმარება. კარანტინში მყოფი მეორადი და მსურველები თუ ვინმეა უნდა გადაყვანა კარანტინში აბსოლუტურად უზრუნველყოფილია მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის შეზღუდვები ისევ რჩება რეგიონში," - განაცხადა ვიბლიანმა.