აფხაზეთში ყველა აბიტურიენტი უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხეს
Sokhumi Daily
კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, აფხაზეთის უნივერსიტეტში ყველა აბიტურიენტი (სულ 668) უგამოცდოდ ჩარიცხეს.
ოფიციალური ცნობითვე, აბიტურიენტების უგამოცდოდ ჩაბარების გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, აფხაზეთის უნივერისტეტის საგამოცდო კომისიამ მიიღო.
მიღებული გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი, უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, ის გახდა, რომ კარანტინის პირობებში აბიტურიენტებმა შესაბამისი ცოდნა ვერ მიიღეს და გამოცდებისთვის სათანადოდ ვერ მოემზადნენ.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#განათლება
#sokhumidaily