მსხვერპლშეწირვა უფლის სახელით - გიორგობა გორიჯვარზე
Gori Daily
6 მაისს მართლმადიდებლები წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავენ. გორის მუნიციპალიტეტში გიორგობას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს, აღნიშნავენ. 1920 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი.
ორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, გადმოცემის თანახმად, გორის მფარველად ითვლება, ხოლო გორიჯვრის ჯვარს სხვადასხვა სასწაულსაც მიაწერენ, ამიტომ, ტრადიციულად, გორელების დიდი ნაწილი გორიჯვრის მთაზე ადის, შესაწირის სახით კი ძირითადად ცხვრები და მამლები მიჰყავთ.
ბოლო რამდენიმე წელია ადგილობრივი სასულიერო პირები მრევლს აფრთხილებენ, რომ მსხვერპლშეწირვას საერთო არაფერი აქვს ქრისტიანობასთან. გარდა ამისა, ბინძურდება ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და ზაფხულში იქ გაჩერება შეუძლებელია.
მეტიც, იქვე, მონასტრის ძირში მოწყობილია ცხოველთა სასაკლაო, ტერიტორია სისხლითაა შეღებილი და როგორც ვიგებთ, ყასბები ამ დღეს არცთუ მცირე გასამრჯელოს იღებენ. ისინი ყოველთვის პირობას დებენ, რომ ტერიტორიას დაასუფთავებენ, მაგრამ გიორგობის შემდეგ იქ უკვე რამდენიმე წელია სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები მიდიან და ტაძრის მიმდებარე ქედს ნარჩენებისგან ასუფთავებენ ხოლმე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#გორი
#ტრადიცია
#გიორგობა
#goridaily
ფოტო: Qartli.Ge