სტალინი, ბრეჟნევი ან ხრუშჩოვი ამბობდნენ, პოლიტპატიმრები მყავსო? - მარგველაშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143462
საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი "ქართული ოცნების" განცხადებებს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ არის, თაღლითურ სქემას უწოდებს, რომელიც უკვე გაშიფრულია. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ტვ პირველთან საუბრისას გააკეთა.
მისივე განცხადებით, არც ერთი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც ასეა.
"პოლიტიკური პატიმრის სტატუსი არის საერთაშორისო შეთანხმების სტატუსი, რომელიც მიეცემა ვიღაცას, მიეწერება. და ეს მიწერა ხდება იმ ქვეყნების მიერ, ვისაც ამის უფლება გააჩნია. საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, რომ საბჭოთა კავშირში იყვნენ პოლიტპატიმრები. სტალინი, ბრეჟნევი ან ხრუშჩოვი გამოდიოდა და ამბობდა, რომ პოლიტპატიმრები მყავს? მაგრამ სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ პოლიტპატიმრები არიან, მეტიც, შედგა შეთანხმება, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ გამოშვებულები, სასამართლო სისტემა პოლიტიკური დევნისთვის არ გამოეყენებინათ, გამოესწორებინათ საარჩევნო სისტემა და ჩაეტარებინათ სამართლიანი არჩევნები", - ამბობს მარგველაშვილი.