ეპიდვითარება შიდა ქართლში - დღის მონაცემები
Gori Daily
24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს.
დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში Covid19-ის 74 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამწუხაროდ, გვყავს 1 გარდაცვლილი და საბოლოოდ, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 499 გარდაცვალების შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 60680
გამოჯანმრთელებულია - 45042
მათ შორის გარდაცვლილია - 499
კარანტინის რეჟიმში რჩება - 2982
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2879
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4780
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#შიდაქართლი
#კორონავირუსი
#covid19
#გორი
#goridaily