ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 6 ათასს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 6 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი იტყობინება. გავრცელებული ინფორმციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 122 ადამიანს გამოუვლინდა. სულ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 6 092 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსმა უკვე 84 კოვიდპაციენტი იმსხვერპლა, 4 002 კი გამოჯანმრთელდა.