აფხაზეთში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა

Sokhumi Daily

გუდაუთის კლინიკაში კორონავირუსით 78 წლის პაციენტი გარდაიცვალა. აფხაზეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პაციენტი კლინიკაში 29 აგვისტოდან მკურნალობდა. ოფიციალური ცნობითვე, პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია თანმხლები დაავადებების – შაქტიანი დიაბეტის, მესამე სტადიის ჰიპერტონიისა და თირკმელების ქრონიკური დაავადებების ფონზე. დღევანდელი, 10 სექტემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 557 შემთხვევაა გამოვლენილი [ქართული მხარე აფხაზეთის სტატისტიკას არ ენდობა]. ამჟამად გუდაუთის ჰოსპიტალში, რომელიც აფხაზეთში კორონავირუსის მქონე პაციენტებს ემსახურება, 53 ადამიანი მკურნალობს, მათგან ექვსი – მძიმე, 11 კი – საშუალო სიმძიმის პაციენტად მიიჩნევა. პირველ აგვისტოს, რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები დღეში საშუალოდ 20-30-40-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება აფხაზეთის მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. - #აფხაზეთიდან #კორონა #კორონავირუსი #covid19_ #covid #აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა #აფხაზეთი #აფხაზეთისაქართველოა #SokhumiDaily #sokhumi