თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ბინიდან უმისამართოდ ისროდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან უმისამართოდ ისროდა. წუხელ მომხდარი ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ-მ სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ ისროლა, ადგილზე მისულ პოლიციელებს კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარს არ უღებდა. დაკავებულს ბრალად ედება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზეც. 5 ივნისს, მსგავსი ინციდენტი მოხდა ვარკეთილის დასახლებაში. ბინაში ჩაკეტილი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციელებს რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ჩაბარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30717678.html #ახალი_ამბები #twitter