"მეორედ მიკლავენ შვილს" - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებენ
Tbilisi Daily
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებენ. ერეკლე ჩეკურიშვილის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი უმძიმეს მდგომარეობაში ექიმ მაგდა რურუას უყურადღებობის გამოა ჩავარდნილი.
მისი თქმით, მან მიმართა კლინიკის დირექტორს ლევან რატიანს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.
"სახელგანთქმული კლინიკა და ცნობილი ლევან რატიანი, რომელსაც ვთხოვე პირადად მიეხედა სიმწრით და დიდი ბრძოლით გადარჩენილი ერეკლესათვის იმ საშინელ დღეებში დაგვაბრუნა, იმ მძიმე მდგომარეობაში. უკვე მიჭირს თავის კონტროლი მეორედ მიკლავენ შვილს. ძალიან მძიმე დღეში ვარ, თავს ვერ ვერევი. მაგდა რურუა ჩემ ერეკლეს რომ რამე მოუვიდეს შენი უყურადღებობის გამო გადაგაყოლებ თან", - წერს სოციალურ ქსელში ნინო ჩეკურიშვილი.