სანდრო კაკულია: ახალი თაობა უფრო სასტიკია
Tbilisi Daily
ახლანდელი თაობა არის უფრო სასტიკი. ისე შეიძლება გაწირონ ადამიანი და ამ გაწირვით, დანის დარტყმით, უკლავენ მშობლებს ნაფერებ შვილებს – ამის შესახებ მსახიობმა სანდრო კაკულიამ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
“არ ვიცით, როგორი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება გვინდა რომ ვიყოთ და ეს ბავშვები არიან დაბნეულები. ისევ დაბრუნდა ის ტრადიცია, რომ გოგოებს მოწონთ უფრო ის, ვინც მაგარი ყოყლოჩინაა, მაგრამ ჩემი ბავშვობის დროინდელ “კაი ბიჭობას” რასაც ეძახდნენ, მაშინ ყველა მოქნეულ ხელზე ვინ იხმარდა ან დანას ან იარაღს. ახლანდელი თაობა არის უფრო სასტიკი. ისე შეიძლება გაწირონ და ამ გაწირვით, დანის დარტყმით, უკლავენ ნაფერებ შვილებს.
შეიძლება გიორგი გარბოდა რომ გადარჩენილიყო. მერე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, რომ სად გარბოდი და ა.შ. მე მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს: მოერიდეთ ყველანაირ კონფლიქტს. თუ საშუალება გაქვთ გაიქეცით.” – განაცხადა სანდრო კაკულია.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.