"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

Pirveliradio Ge

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. თავდამსხმელები თავდაპირველად დაცვის თანამშრომლების მიმართულებით ისროდნენ, შემდეგ კი სროლა უმისამართოდ განაგრძეს. თავდამსხმელებმა წაიღეს 3000 ლარი. მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.