აჭარაში covid-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსისორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. უწყების ცნობით, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, მეორე კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც ასევე მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღეს საქართველოში კორონავირისის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.