Viber ფეისბუქთან საქმიან ურთიერთობას წყვეტს
Tbilisi Daily
Viber-ი ფეისბუქზე რეკლამის განსათავსებლად თანხას აღარ გადაიხდის და საკუთარი პლატფორმიდან სოციალური ქსელის მფლობელობაში არსებულ ყველა აპლიკაციას წაშლის.
Rakuten Viber-ის ბლოგში ნათქვამია, რომ კომპანია ფეისბუქთან ყველა სახის საქმიან ურთიერთობას წყვეტს, რითაც
StopHateForProfit
მოძრაობას უერთდება და სოციალურ ქსელს ბოიკოტს უცხადებს.
Viber-ი სოციალურ ქსელს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გამოყენებისა და რასისტული შინაარსის მქონე პოსტების შეზღუდვის უუნარობის გამო აკრიტიკებს.
თანამშრომლობის გაწყვეტის გამო Viber-ი საკუთარი პლატფორმიდან წაშლის ფეისბუქით ავტორიზაციას, Facebook SDK-ს და GIPHY-ს. კომპანია ასევე აღარ ისარგებლებს ფეისბუქის და ინსტაგრამის ფასიანი რეკლამის მომსახურებით.
ვაიბერი ფეისბუქი
TbilisiDaily