წალენჯიხა-მესტიის საავტომობილო გზაზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Tbilisi Daily

სამეგრელოში ავარიას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ემსხვერპლა. ავტოავარია წალენჯიხა-მესტიის საავტომობილო გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომანქანა კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. თუ რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.