ოკუპირებული აფხაზეთში ე.წ ბორდერიზაცია გრძელდება
Tbilisi Daily
ოკუპირებული აფხაზეთში საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ ხორციელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ რომ
აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
უწყების ცნობით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.