ეპიდვითარება შიდა ქართლში - დღის მონაცემები
Gori Daily
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსის 51 ახალი შემთვევა დადსტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 42579
გამოჯანმრთელებულია - 26800
მათ შორის გარდაცვლილია - 342
კარანტინის რეჟიმში რჩება - 2977
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2236
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4293, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#goridaily
#ახალიამბები
#გორი
#კორონავირუსი