ზუგდიდელი მხატვარ-კერამიკოსი რობერტ აბსანძე.
Zugdidi Daily
ზუგდიდელი მხატვარ-კერამიკოსი თანამედროვე და უახლესი ისტორიის გამომხატველ ნიმუშებს ქმნის.
ის ოჯახთან ერთად, ზუგდიდის ცენტრში მდებარე სახელოსნოში ტრადიციული კერამიკის ჯამებს, ლარნაკებს, ქართული ორნამენტებით შესრულებულ კედლის დეკორატიულ თეფშებს და სხვადასხვა ფიგურის ქანდაკებებს, თანამედროვე და უახლესი ისტორიის გამომხატველ ნიმუშებს ქმნის.
„სამხატვროზე შვიდი წელი ვაბარებდი, შვიდწლიანი მცდელობის შემდეგ ჩავაბარე და კარგი ცოდნაც წამოვიღე იქიდან. მის მერე 30 წელზე მეტია, სამ ჟანრში ვმუშაობ: ქანდაკება, კერამიკასა და ფერწერაში. მთავარია საქმის ცოდნა რასაც აკეთებ და შემდეგ უკვე კეთილსინდისიერად შეასრულო ის, რასაც ემსახურები, რაც გარდაუვალ წარმატებას განაპირობებს“- ამბობს რობერტ აბსანძე.
მხატვრის ყველა ქანდაკებას თუ კერამიკულ ნამუშევარს თავისი ისტორია, სახელი და მნიშვნელობა აქვს. გასაყიდად იშვიათად იმეტებს, როგორც თავად ამბობს, ნამუშევრები რომლის შესრულებას ხანდახან სამ დღე და ღამეს ანდომებს, შვილივით უყვარს და უფრთხილდება.
ცხოვრების მთავარ პროფესიაში, ოჯახის დანარჩენი წევრებიც ნელ-ნელა შემოუერთდნენ და ბოლო რამდენიმე წელია, ხატვა, ძერწვა და ფერწერა აბსანძეების ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა.
#ზუგდიდი #ზუგდიდელიმხატვარი #კერამიკოსი #ქანდაკებები #ნამუშევრები #სახელოსნო #zugdididaily