საქართველო უცხოელი სტუმრების მისაღებად მზადაა
Tbilisi Daily
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 15 ივნისიდან ქვეყანა გაიხსნება შიდა ტურიზმისთვის. პირველი ივლისიდან კი ქვეყანაში შემოსვლას უცხოელი ტურისტებიც შეძლებენ.
„ამას ჩვენ გავაკეთებთ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა პრემიერმა.