ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ჯამში 76,000 ლარი გამოყო ნაგვის ურნების შესაძენად-ფლანგვის დეტექტორი
Pirveliradio Ge
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ჯამში 76,000 ლარი გამოყო ნაგვის ურნების შესაძენად-აღნიშნულ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. მათივე ცნობით, შპს ელიტ ტექნოლოჯის პოსტპანდემიურ პერიოდში 152,000 ლარზე მეტის ტენდერები აქვს მოგებული.
"ტენდერში გამარჯვებულად შპს ელიტ-ტექნოლოჯი გამოცხადდა, რომელიც 65,699 ლარად მუნიციპალიტეტს 80 ცალ ურნას მიაწვდის და თითოეული ურნა 821 ლარი დაჯდება. გამარჯვებული კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელი გიორგი მამადაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი +“-ის ყოფილი მეწილეა, თუმცა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დღემდე რჩება მისი მეუღლე - თამარ კანდელაკი.
შპს ელიტ ტექნოლოჯის პოსტ პანდემიურ პერიოდში ჯამში 152 ათას ლარზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული."-აცხადებენ ფლანგვის დეტექტორში.