საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1487 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1240-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსისშედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221.