რა უნდა იცოდეთ თუ საბანკო სესხის კიდევ გადავადებას გეგმავთ

Tbilisi Daily

დამატებითი საშეღავათო პერიოდი არ შეეხება ყველას და საკითხის განხილვისას იქნება ინდივიდუალური მიდგომა - გამოიყოფა ის ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ კორონაკრიზისის დროს და დღემდე ვერ აღიდგინეს შემოსავლები. თუ ადამიანს არ აქვს შემოსავალი და ამ თვეებში ვერ შეიტანს თანხას ჯობს რა თქმა უნდა გადაავადოს. უნდა მოხდეს ფინანსური რისკის გათვალისწინება. ალბათ ბევრი ადამიანისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ეს სამი თვე და შემდგომ როდესაც შემოსავალი გაუჩნდებათ მოახერხოს მეტის შეტანა. თუ დასაქმდა ადამიანი და გაუჩნდა შემოსავალი ალბათ ჯობს, რომ არ გადაავადოს მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ინდივიდუალურად. 3 თვიანი გადავადებით ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ, რომ მოხდეს სესხის რესტრუქტურიზაცია, ანუ ვადის გაგრძელება. #news #სესხისგადავადება #შეღავათები #TbilisiDaily #DailyNews